კომპანია "Pickup"-ი აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო კურიერის პოზიციაზე.
სამუშაო დრო მხოლოდ 2-3 საათი დღეში. კომპანია "PickUp" მომხმარებელს სთავაზობს, სრულიად ახალ, ინოვაციურ სოციალურ პროექტს, რომელიც მოიცავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, რაც საშუალებას მოგცემთ, პარალელურად იქონიოთ ნებისმიერი სხვა სამსახური.
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ასაკი: 18-50 წელი
** გამოცდილება: ყველა სახის საკურიერო საქმიანობა. ასევე მომსახურების სფეროს თანამშრომლები (მიმტანები და სხვადასხვა სავაჭრო ქსელების გამყიდველები, კონსულტანტები). ასევე დასუფთავების სერვისების თანამშრომლები/სპეციალისტები.
** სასურველია თბილისის ქუჩების ცოდნა (ვაკე, ვერა, საბურთალოს რაიონები);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სავალდებულო არ არის, კურიერმა იცოდეს მანქანის ან სკუტერის მართვა.
სავალდებულო მოთხოვნა:
** კურიერს მოეთხოვება გააჩნდეს სმარტ ტელეფონი (ანდროიდი), სამუშაო საათებში ინტერნეტი
** სმარტფონის მოხმარების უნარ-ჩვევები.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: დილა 09:00-12:00 სთ-მდე
** 22 სამუშაო დღე
** ხელფასი: 300 ლარი ხელზე ასაღები.
** სპეციალური ეკიპირებით კურიერს უზრუნველყოფს კომპანია (ჟილეტი, საწვიმარი, კეპი, ნიღაბი, ხელთათმანი, ჩანთა).
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტის მისამართზე: info.hrpickup@gmail.com
ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება(წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).