www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვეტერინარული ასისტენტ-კონსულტანტი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა"/"ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ფა გახდი ჩვენი გუნდის წევრი ვეტერინარული ასისტენტ-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ზედამხედველის დავალებით მეფრინველეობის სანაშენე მეურნეობაში არსებული სადედე და კომერციული გუნდების გამოზრდაზე კონტროლი;
** ვაქცინაციისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების სქემის შედგენა და განრიგის დაცვაზე კონტროლი;
** მეურნეობაში არსებული გუნდების პროდუქტიულობის, ერთგვაროვნების (CV), ზრდა-განვითარების მუდმივი კონტროლი;
** ​საფრინველეში მიმდინარე სამეურნეო პროცესების: საკვების მოხმარება, წონამატი, კვერცხდება კონტროლი და სათანადო ფორმებში ასახვა;
** წარმოების პროცესში გამოყენებული ვაქცინების, მედიკამენტების, ანტიბიოტიკების გახარჯვის კონტროლი;
** აფთიაქში, მეურნეობაში არსებულ ობიექტებზე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და პერიოდული ინვენტარიზაცია;
** ფერმერებისთვის კონსულტაციის გაწევა, მათ შორის დისტანციურად, წიწილის სრულფასოვან გამოზრდასთან დაკავშირებით;
** კვირაში არაუმცირეს ორჯერ ფერმერებთან გასვლითი საკონტროლო-საკონსულტაციო ვიზიტი;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთვის სათანადო პროდუქციის შეთავაზება;
** საჭიროების შემთხვევაში განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე;
** სამსახურის მიერ საანგარიშო თვის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეპორტის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ვეტერინარული განათლება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ფლობა;
** მართვის მოწმობა: B კატეგორია;
** უცხო ენა: ინგლისური, რუსული.

კომპანია სამსახურებრივი დავალებების შესრულების დროს უზრუნველყოფს ავტომობილით და საწვავით, გაწეული სამუშაოს მოცულობისა და ნაყოფიერების გათვალისწინებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |