www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

"არომაპროდუქტი" გახლავთ უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული ჯგუფი, რომლის ძირითად საქმიანობის სფერო მოიცავს ორგანული ნედლეულის გადამუშავებას, კონტროლს და პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შექმნას ორგანული სტანდარტის შესაბამისად. 1999 წლიდან დღემდე კომპანია აქტიურად ანვითარებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს საქართველოს მასშტაბით.

შპს "არომაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

მოლარე-კონსულტანტის ძირითად მოვალეობას შეადგენს:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მიღებისა და განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტისა და ფასმაჩვენებლის შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** დეგუსტაციის ჩატარება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;
** პროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროს კონტროლი;
** საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალის სწორი განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ პირები, რომლებსაც გააჩნიათ:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამართული მეტყველების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.

კომპანია თავის მხრივ გთავაზობთ პერსონალზე მორგებულ მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ანაზღაურებას, თვეში 550 ლარიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV თანდართული სურათით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@georgiasnatural.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |