სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას საწყობში, 1C ოპერატორის პოზიციაზე. ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის შეყვანა 1C (ERP) პროგრამაში;
** შტრიხკოდების კონტროლი;
** rs.ge-დან მიღების დოკუმენტის ამოღება და საწყობისთვის მიწოდება;
** პორტალზე ატვირთული პროდუქციის კონტროლი;
** კლიენტის შეკვეთების დამუშავება.
** იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვა.
** დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების) მოწესრიგება და ბუღალტერიისთვის თვის ბოლოს მიწოდება.
** თვის ბოლოს პროგრამის და პორტალის შედარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სავალდებულოა)
** აუცილებელია 1C (ERP) პროგრამის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება- 1C ოპერატორად მინიმუმ 1 წელი.
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა, სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა- 1C, Excel, Word, outlook
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური და ოპერატიული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
პირობები:
** სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები- ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00
** შაბათი - 10:30-18:00
** ანაზღაურება - 600 ლარი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ენუქიძის 5 (აფრიკის დასახლება).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@logistica.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!