www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბროილერის გამოსაზრდელი მეურნეობის მეფრინველე
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა"/"ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული, კრეატიული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ბროილერის გამოსაზრდელი მეურნეობის მეფრინველის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ერთდღიანი წიწილის მიღება;
** ​საფრინველის მოწყობა სანიტარიზაცია;
** დღეგამოშვებით 24-საათიანი მორიგეობა;
** ​ვეტერინარიის ან მეურნეობის ზედამხედველის დავალებების შესრულება;
** საფრინველეში არსებულ ინვენტარის, ტარა მასალების მოწესრიგება;
** ფრინველის წონამატის, დაცემების, საკვების მოხმარების აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამსაქმებელი მზადაა კადრს რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრების ეტაპს და არ გააჩნია შესაბამისი საქმის გამოცდილება გააცნოს საწარმოო პროცედურის სპეციფიკა და ჩაუტაროსს სათანადო ინსტრუქტაჟი. თბილისსა და რუსთავში მცხოვრები პირები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნებიან ტრანსპორტირებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |