www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა"/"ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული, კრეატიული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა,
განხორციელება და კონტროლი;
** გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის და კონკურენტების შესწავლა და ანალიზი), სეზონურობის გათვალისწინება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთების მიღება/დამუშავება;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა;
** სოციალურ ქსელებში, ვებ-გვერდზე პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებული სარეკლამო შეთავაზებების განთავსება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის შედეგად გაყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიზის მომზადება. მიღებული შეკვეთების ასახვა გაყიდვების შესაბამის ცხრილებში;
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
** გაყიდვების სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მათთან კომერციული ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავებაში თანამონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ვეტერინარული ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Word, MS Excel მაღალ დონეზე ფლობა, სასურველია adobe photoshop, adobe illustrator-ის ცოდნაც;
** უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი ვეტერინარული განათლების მქონე კანდიდატებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |