"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას რევიზორის პოზიციაზე
"ასპ-გრუპი"-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სარეალიზაციო/სასაწყობე ობიექტების რევიზია;
** წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განახორციელოს ობიექტების მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია;
** ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია/მონიტორინგი;
** აღწერის დროს პროდუქციის და ძირითადი საშუალებების იდენტიფიკაცია;
** დანაკლისის/ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის გაფორმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2021 წლის 30 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!