www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: MACH & MACH
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

კომპანია "MACH & MACH" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და სხვა) აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
** კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი შეკვეთების მიხედვით;
** ადგილობრივი, ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქციის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** საბანკო და სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ფულის ნაშთის კონტროლი;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, სასურველია გააჩნდეს პროფესიონალი ბუღალტრის სერთიფიკატი;
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისურის და საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების აღმოჩენისა და მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@machandmach.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |