www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვი დი სი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

კომპანია "ვი დი სი" არის ტექნოლოგიური მიმართულების სისტემ ინტეგრატორი, ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკა, ელექტრული დენის კრიტიკული გადაწყვეტილებები. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანებით, რომელთა ძირითადი მიზანია ევროპული საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა საქართველოში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ფუნქციები:

** ახალი ბიზნეს კლიენტების მოძიება;
** კლიენტებთან ურთიერთობების წარმოება;
** კომპანიის პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
** პირველადი დოკუმენტების, განფასებების/ინვოისის მომზადება;
** კომპანიის საბაზრო სეგმენტის ანალიზი;
** CRM პროგრამულ უზრუნველყოფაში შესაძლებლობების/შეკვეთების/კლიენტების მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ოფიციალური ელექტრონული მიმოწერის წარმოება;
** რეპორტინგი კვირის/თვის/კვარტლის/წლის ჭრილში;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე ენერგეტიკულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (ამ გამოცდილების გარეშე გამოგზავნილი სივი არ განიხილება)
** უმაღლესი განათლება ან მაგისტრატურა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office: MS Word, MS Excel, MS Outlook, MS Power Point);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2 დონე.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** სწრაფად ათვისებისა და ინიციატივების გამოხატვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
** ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: 10.00 - 19.00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი; გეგმის შესრულების შემთხვევაში ანაზღაურება 5000-6000 ლარამდე თვეში.

გთხოვთ, არაუგვიანეს 31 იანვრისა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - jobs@vdc.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |