www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ადმინისტრირების/კომპენსაციების მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ნავთლუღის ქ. #39/41
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** სახელფასო უწყისების მომზადების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული და მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
** პერსონალის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ადმინისტრირება, რეპორტების მომზადება;
** პერსონალის დამატებით სარგებელთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება და მონიტორინგი;
** HR პროგრამების მუშაობის მონიტორინგი და მისი დახვეწის უზრუნველყოფა;
** სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტების და აქტივობების ინიცირება და მათი შესრულების მონიტორინგი;
** სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით პროცესების ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განათლება უპირატესია;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პერსონალის ადმინისტრირების და ფეიროლის მართვის მიმართულებით არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 იანვარი 2021 წელი.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |