შპს "უნივერსამი - 2" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა.
** საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება.
მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და ორგანიზებულობა.
ანაზღაურება 500 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე mixeil.chigladze@bk.ru ან მობრძანდეთ მითითებულ მისამართზე: გლდანის მე-3 მ/ნი, #74 ა.
საკონტაქტო ნომერი: 579212122; 574747764