www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება iOS დეველოპმენტის სფეროში
მომწოდებელი: APP3null
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

კომპანია "APP3null GmbH" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგი მიმართულებით: iOS დეველოპმენტი (Swift).

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 300 ლარი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

ჩვენი შემოთავაზება:

სტაჟირების ფარგლებში თქვენ მიიღებთ როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე თეორიულ ცოდნას, თქვენს მიერ არჩეული მიმართულებით; გექნებათ საშუალება იმუშაოთ რეალურ პროექტებზე, აითვისოთ ბოლო ტექნოლოგიური სიახლეები თქვენს სფეროში, გაეცნოთ უცხოელ კლიენტებთან მუშაობის სპეციფიკას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გეძლევათ შესაძლებლობა დაიწყოთ ჩვენთან მუშაობა მობილურ ან ვებ დეველოპერად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მობილური აპლიკაციების შემუშავებაში დახმარება
** არსებული აპლიკაციების განახლება და საპორტი
** ახალი ტექნოლოგიების და ტრენდების გაცნობა და ათვისება.

მოთხოვნები:

** შესაბამისი ტექნოლოგიების (swift) საბაზისო დონეზე ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა
** უმაღლესი განათლება ინფორმატიკის განხრით
** კარგი თეორიული მომზადება
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერით და ზეპირად).

პიროვნული მოთხოვნები:

** საკუთარი საქმის (ამ შემთხვევაში პროგრამირების) სიყვარული
** მონდომება და მაღალი მოტივაცია.

ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან პორტფოლიოს, მზა პროექტებს, მაგრამ ვითხოვთ და მოველით დიდ დაინტერესებას შერჩეული სფეროს მიმართ და გარკვეულ საბაზისო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას.

ჩვენს შესახებ:

"APP3null GmbH" არის ქართულ/გერმანული კომპანია მობილური აპლიკაციების განვითარების სფეროში. კომპანია მუშაობს ევროპულ ბაზარზე და ქმნის მაღალხარისხიან მობილურ და ვებ აპლიკაციებს.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (PDF ფორმატში), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@app3null.com. სხვა ფორმატებში და სამოტივაციო წერილის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის საინტერესო სფერო, მაგალითად: "iOS Trainee Georgian Office".

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებსაიტზე: https://app3null.com/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |