www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების დირექტორი
მომწოდებელი: GoGlobal Consulting
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

"GoGlobal Consulting" წარმოადგენს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციას, დაარსებულს პროფესიონალების მიერ, რომელთაც მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვთ რეგიონში, როგორც საერთაშორისო კერძო ბიზნეს სექტორში, ასევე მნიშვნელოვან ფონდებთან და დონორებთან მიმართებაში. მისია, რომლის გარშემოც გავერთიანდით, არის საკუთარი გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების მეშვეობით, ბიზნეს კლიენტების დახმარება თავიანთი მიზნების მიღწევაში.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და პროფესიონალ კადრს გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
** მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 5 წლის გამოცდილება
** სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვების კრეატიული კონცეფციების მოფიქრება, ბიუჯეტირება, გაყიდვების პროგნოზირება და განხორციელება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი და რეპორტინგი;
** გაყიდვების ზრდის და/ან კლების დინამიკის შესწავლა და ანალიზი;

კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი დამოკიდებული იქნება დასაქმებულის სამუშაო გამოცდილებასა და კომპანიის სახელფასო პოლიტიკაზე.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) მისამართზე: goglobal.@goglobal.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"GoGlobal Consulting" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |