www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Back-End დეველოპერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს Backend დეველოპერს რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ციფრული პროდუქტების შექმნაში.

გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** OOP პრინციპების კარგი ცოდნა და აღქმა;
** პროექტირების და პროგრამირების პატერნების ცოდნა;
** ვებ პროგრამული უზურნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე;
** SQL-ის ცოდნა და RDBMS-თან მუშაობის გამოცდილება;
** Ruby -ზე და Ruby on Rails -ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად;
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება ბექენდ პროგრამირებაში.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება - 3000-4500 ლარი ხელზე
ჯანმრთელობის დაზღვევა.

ვაბაკოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაბაკოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Backend Developer.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |