www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები - ფსიქოლოგია
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
თანდართული ფაილი: 86232_seu_4474031.zip
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 7 თებერვალი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებით.

საკონკურსო ვაკანსიები:

** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია აკადემიური ნიშნით;
** ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია პროფესიული ნიშნით;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, თანდართულ ფაილში მოყვანილი კრიტერიუმებით.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: hr@seu.edu.ge
ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |