www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასაწყობე აღჭურვილობის კატეგორიის ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე აღჭურვილობის კატეგორიის ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე და მარკეტის აღჭურვილობის განვითარება;
** გადაადგილებების დაკომპლექტება, ტექ. ასისტენტთან ერთად მონიტორინგი;
** ახალი ფილიალების საჭირო მასალების შეკვეთა;
** შეთავსებით საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ადგილზე მისვლა შეთავაზება, მონტაჟის კონტროლი;
** გასაყიდი და შიდა მოხმარების პაგრუშიკების, სათადარიგო ნაწილების შეკვეთა, რეალიზაციაზე მუშაობა;
** გორგიაში არსებული მასალების აღწერები ძირითად საშუალებებზე გადატანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სპეცტექნიკის (ამწე, ტრაქტორი) შესყიდვების ან გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია AutoCAD ან ArchiCAD პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ნახაზის კითხვის და დაგეგმარების სწორად გაძღოლის უნარი;
** სასურველია რუსული ან/და თურქული ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |