www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნაშრომების კონკურსი აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე
მომწოდებელი: თბილისის სოციალური კვლევების სკოლა
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"თბილისის სოციალური კვლევების სკოლა" აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო საუკეთესო ნაშრომების კონკურსს აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

კონკურსის მიზანია მოახდინოს აფხაზეთის საკითხების სიღრმისეული კვლევის სტიმულირება, რაც დაგვეხმარება ისტორიის და აწმყოს უკეთ გააზრებასა და მომავლის დაგეგმარებაში.

კონკურსის ფარგლებში მიიღება სტუდენტური კონტრიბუცია ნებისმიერი დარგიდან (ეკონომიკა, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, იურისპრუდენცია და სხვ.). აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება რამდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიის გაცემა.

კონკურსის პრიზები:

** საუკეთესო საბაკალავრო ნაშრომი/ები - 1000 ლარიანი ფულადი ჯილდო და საჩუქრები ჩვენი პარტნიორებისგან.
** საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომი/ები - 1500 ლარიანი ფულადი ჯილდო და საჩუქრები ჩვენი პარტნიორებისგან.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლება საქართველოს და ნებისმიერი აკრედიტირებული საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებს. ნაშრომი უნდა იყოს წარდგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ნებისმიერ სხვა ენაზე დაწერილი ნაშრომი საჭიროა ითარგმნოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ივლისი. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ ნაშრომი გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: thetbilisischool@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |