ქართული დელივერი კომპანია "ელვისი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი .NET დეველოპერის პოზიციაზე.
"ელვისი" მთლიანად ქართული პლატფორმაა, რომლის უკანაც წამყვანი IT კომპანია Lemondo-სა და ციფრული სააგენტო "Kraken"-ის გუნდი დგას. კომპანიის ფასეულობები დაფუძნებულია პარტნიორებთან მეგობრულ, გრძელვადიან ურთიერთობებზე, რაც პირველ რიგში რთულ პერიოდში პარტნიორების გვერდში დგომას გულისხმობს.
სასიამოვნო, კომფორტული და მეგობრულ გუნდში ვეძებთ გამოცდილ .NET დეველოპერს.
ძირითადი მოვალეობები:
** ვებ აპლიკაციების (Back-end) შექმნა/განვითარება
** ახალი ვებ ტექნოლოგიების კვლევა-გამოყენება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა
** ვებ დეველოპერად მუშაობის გამოცდილება
** C#-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ASP.NET MVC ტექნოლოგიის ცოდნა
** რელაციური მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MSSQL).
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სასურველია):
** RESTful სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** .NET Core ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება;
** JavaScript
** HTML5-ზე და CSS3-ზე მუშაობის საბაზისო გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევის უნარი
** განვითარების სურვილი.
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00სთ-დან 19:00სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა)
ანაზღაურება: 3500-4000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად შესაძლებელია ანაზღაურების გადახედვა).
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@elvis.ge (Subject-ად მიუთითეთ "Web Developer").