www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზარალების რეგულირების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: ზარალების რეგულირების მენეჯერი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზარალის დარეგულირების პროცესის მართვა შემთხვევის დაფიქსირებიდან, მოსარგებლის მიერ დარეგულირების აქტის ხელმოწერის ჩათვლით;
** სადაზღვევო შემთხვევაში მონაწილე პირებთან კომუნიკაციის დამყარება;
** ზარალის დარეგულირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, მომზადება და კომპანიაში არსებული მონაცემების შესწავლა;
** ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა;
** ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება და მომხმარებლის დეტალური ინფორმირება მიზეზების შესახებ;
** დოკუმენტაციის შესწავლის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზარალების ადმინისტრირების პროცედურის შესაბამისი ნაბიჯების განხორციელება.
** კომპეტენციის ფარგლებში, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების პროცესის სრულად, დროულად და ეფექტიანად წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო/სარემონტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მანქანის მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** MS Excel პროგრამის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ზარალების რეგულირების მენეჯერი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი: 032 2 242 22 22 *313
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |