www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ელვა მარკეტი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" წევრი კომპანია "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

"ელვა მარკეტი" დაარსდა 2012 წელს. ის წარმოადგენს საცალო ვაჭრობის სფეროს. ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტების ფართო ასორტიმენტს ხელმისაწვდომ ფასად.

ჩვენ გუნდში მოხვედრის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევას, კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, მზარდ სახელფასო ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით, დამატებით საბონუსე ანაზღაურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი პლანოგრამების მიხედვით, პროდუქციის განლაგების დაცვის, პროდუქციის შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** მარაგების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, PowerPoint).

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x9f90005056a2625311eb50193a41d3ba და შეავსოთ განაცხადი 2021 წლის 6 თებერვლამდე, ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@elvamarket.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |