www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოც. მედიის და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ეი-ფრეიმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

ხის სახლების მწარმოებელი/სამშენებლო კომპანია "ეი-ფრეიმ ჯორჯია" და ესტონური კომპანია "ავრამე"-ს წარმომადგენლობა საქართველოში (https://avrame.com) აცხადებს ვაკანსიას სოც. მედიის და ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა 1-დან 2 წლამდე სოც. მედიისა და ვების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (წერითი და გრამატიკული) ცოდნა;
** Facebook, Instagram, Linkedin-ის მართვის გამოცდილება;
** Google Analytics, Facebook Analytics, Pixel, Photoshop-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** SEO (სამძებრო სისტემების ოპტიმიზაცია) - ზოგადი ცოდნა;
** კრეატიული წერითი უნარი, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად და რუსულად;
** შემოქმედებითი და პროგრესული ხედვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების და ვებ-ის მართვა (Facebook, Instagram, Twitter, Linkdin)
** სარეკლამო განცხადებების შედგენა და ტექსტების დაწერა (Copywriting), როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე;
** პოსტების ბუსტინგი და კოორდინირება;
** სოციალური მედიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების და აუდიტორიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** ყოველთვიური კონტენტ გეგმის შემუშავება კომუნიკაციის და გაყიდვების სამსახურთან კოორდინაციაში;
** შინაარსობრივი კამპანიების განხილვა და შედგენა კომუნიკაციის და გაყიდვების გუნდთან ერთად;
** სტრატეგიების შედგენა და განვითარება შესწავლილი ანალიტიკის მიხედვით;
** ყოველკვირეული რეპორტინგი.
** სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური და მრავალამოცანიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
** დიზაინერთან ერთობლივად მუშაობის უნარი;
** კარგი არავერბალური კომუნიკაციის უნარი (ტექსტი, სურათი და ვიდეო), copywriting;
** კარგი წერითი უნარი, მესიჯების კონსტრუირება, მოკლედ და კონკრეტულად შინაარსის გადმოცემის უნარი.
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (სოციალური მეცნიერებები, მარკეტინგი, კომუნიკაციები და სხვა).

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე, პრემიალური სისტემა მიბმული იქნება გაყიდვების შედეგებზე.

საგამოცდო პერიოდის შემდეგ:

** ზრდადი ანაზღაურება
** სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ეი-ფრეიმ ჯორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: aframegeorgia@gmail.com დასახელებაში მიუთითეთ - "მედია".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |