სასოფლო-სამეურნეო სერვისის მიმწოდებელი კომპანია "აგრომოლი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება - ინჟინერია (პრიორიტეტული: მექანიკოსი / ელექტრიკოსი, მიკრო სქემებისა და ელექტროობის ცოდნა);
** უცხო ენები - რუსული, ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა და პროგრამული უზრუნველყოფა;
** საინჟინრო ტექნილოგიების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა და გამოცდილება.
ასევე, ვაკანსიაზე განცხადება შეიძლება წარმოადგინონ პროფილურმა საინჟინრო ჯგუფებმა ან/და კომპანიებმა.
მოვალეობები:
** რძის საწველი დარბაზების და სხვა საწარმოო ხაზების (რძის/ხორცის) მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება, მორიტორინგი, დემონტაჟი, პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშგება;
** გეგმიური და მოთხოვნიდან გამომდინარე ვიზიტების განხორციელება დანიშნულების ადგილზე.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველების და ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი და პუნქტუალურობა.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულმა პირებმა/პროფილურმა ჯგუფებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ელექტრონული(პროფილური ჯგუფების შემთხვევაში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი მოკლე აღწერით) ფოსტის მისამართზე: agromoli@yahoo.com
დაინტერესებულმა კომპანიებმა მითითებულ ელ. ფოსტაზე წარმოადგინეთ თქვენი ორგანიზაციის პროფილი, განხორციელებული პროექტების მოკლე აღწერით.
გთხოვთ ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 იანვარი, 2021 წ.