www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: Modern House
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "Modern House" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "Modern House" 2017 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, საბათქაშე მასალებს, საღებავებს, წებო-ცემენტებს, სახანძრო რეზერვუარებს, ბინაში და სასტუმროს ნომრის შესასვლელ კარებს, სახანძრო კარებს, ლესვითი სამუშაოების სერვისს და ა.შ.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: WEBER ( saint gobain), Falez, kupcelik, Entegre, Power mix, Mantosiva, Isiklar.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების რეალიზაციის გასაზრდელად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მის დანერგვაზე ზრუნვა;
** არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების გუნდისთვის გეგმების გაცნობა;
** თანამშრომლების მოტივირება, შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება;
** გარე გაყიდვების მენეჯერებთან კომუნიკაცია სამსახურის საერთო მიზნების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: irakli@modernhouse.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |