www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა. კომპანიის მიზანია, არამარტო შესთავაზოს მომხმარებელს ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტი, არამედ პროდუქტის ყიდვის პროცესი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge; ან კომპანიის ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/careereuroproduct

სამუშაო ადგილი: თბილისი. გაგრის ქ. 2
სამუშაო გრაფიკი: სრული
ასაკი: შეუზღუდავი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე შეკვეთების ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** შეკვეთების ციკლის სრულად კოორდინირება.
** მაღაზიათა ქსელისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სადისტრიბუციო არხის ოპტიმალური ფუნქციონირება და კონტროლი.
პროდუქციის იმპორტის თანმდევი პროცესების მართვა, საწყობის პროცესების მართვა და კონტროლი, ლოჯისტიკურ ციკლთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** "ევროპროდუქტის" საწყობის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის ბალანსზე არსებული არაფინანსური აქტივების მართვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე დარგებში.
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** საწყობის მართვის მიმართულებით გამოცდილება სავალდებულოა.
** გუნდის მართვის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლიდერული უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაგეგმვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |