www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: Mag.ge
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ყველაზე დინამიურად მზარდი ინტერნეტ მაღაზია "mag.ge" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 სთ ჩათვლით, (კვირაში 2 დღე დასვენება - არჩევით), შაბათი 10:00-14:00 სთ (აუცილებელი სამუშაო დღე).
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა ინფორმირება საიტზე განთავსებული პროდუქციის შესახებ;
** შეკვეთების მიღება, მომზადება-გადამისამრთება შესაბამის საკურიერო სერვისზე;
** მიღებული შეკვეთების კონტროლი, აღრიცხვა, რაპორტის მომზადება;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** ვებსაიტზე ახალი პროდუქციის განთავსება (დამატებითი ანაზღაურებით);
** მომხმარებელთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
** FB გვერდის ნაწილობრივ მართვა-კონტროლი, სიახლეების განთავსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);

საჭირო უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია გამართული მეტყველება;
** კარგი კომუნიკაციის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის, კლიენტების დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
** ​კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს კარგი დიქციითა და ემოციური მდგრადობით;
** ბეჭვდის მაღალი სიჩქარე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე vacancy@mag.ge-ზე და მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: "ვებსაიტის ადმინისტრაციული ასისტენტი"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |