"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
"გორგია" აცხადებს ვაკანსიებს პრისელერის პოზიციაზე, შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი-ბაკურიანი).
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ადგილობრივი პრისელერი;
** აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
** აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: recruit@gorgia.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!