www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ფინანსების დეპარტამენტში დამწყებ პოზიციაზე - ინვენტარიზაციის სპეციალისტი.

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დათვლა წინასწარ გაწერილი გრაფიკის თანახმად.
** აღწერის შედეგების ასახვა პროგრამაში;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** ექსელის საბაზისო დონე.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ინვენტარიზაციის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |