www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია, 1961 წელს დაარსდა და რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე, და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge | https://www.facebook.com/vakeproducts

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება საფირმო მაღაზიაში მოლარე-ადმინისტრატორი ქ. თბილისში.

მდებარეობა: დიდი დიღომი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 45 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ხორცპროდუქტების სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგად;
** რუსული - სასურველია;
** ინგლისური - სასურველია.

ფოტოსურათი: აუცილებელია.

ანაზღაურება: ფიქსირებული / + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში, თვეში 14 სამუშაო დღე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მოლარე - ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |