www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მენეჯერი
მომწოდებელი: კონექტი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"Connect" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის თანამდებობაზე.

"Connect" წარმოადგენს სხვადასხვა პროფესიის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანების ერთობას, რომელთა მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო და არის შედეგზე ორიენტირებულობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და ხარისხის მაღალი სტანდარტით მიიღწევა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შესაბამისი კანდიდატების მოძიება და შერჩევის პროცესის მართვა
** კადრების შერჩევა-რეკრუიტმენტი (ვაკანსიის გამოცხადება, CV-ების გადარჩევა, პირველი ეტაპის გასაუბრება);
** კადრების შერჩევის მიზნით უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობა;
** თანამშრომლების აყვანის, დანიშვნის, როტაციის და კონტრაქტის შეწყვეტის პროცესების მართვა;
** თანამშრომლებთან უკუკავშირის და შიდა კომუნიკაციის მართვა;
** თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა, ინდივიდუალური და ჯგუფური მიდგომების შემუშავება და სიახლეების ინიცირება;
** კომპანიაში არსებული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური აღწერა, თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა და დასაქმებულთა პირადი საქმეების მართვა;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება და გამართვა.

ძირითადი კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით).
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
** მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: career@connect.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ: "HR Manager".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |