შპს "ფოლადის სახლი" - საქართველოში ლითონის სამშენებლო მასალების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმის, ფრიდონ ხალვაშის 263
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
სამუშაოს აღწერილობა:
** ფილიალის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა და გაყიდვების წახალისებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი პროდუქციის მიღება და აღრიცხვა პროგრამაში 1C;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კონსულტანტები, მოლარე, დამხმარე თანამშრომლები - 15 თანამშრომელი);
** მარაგების, ნაშთების და სალაროს კონტროლი;
** პროდუქტების გეგმიური ინვენტარიზაცია;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი.
უნარები:
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, ოპერატიულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი და შედეგზე ორიენტირება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** რთულ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამები: საოფისე პროგრამები, 1C;
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი, საცალო ვაჭრობის მენეჯერის პოზიციაზე;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge 31 იანვრამდე. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
კონკურენტული ანაზღაურება + ბენეფიტები.