ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მრავალფუნქციურ კომპლექსში "King David" გვესაჭიროება სპა ცენტრის ადმინისტრატორი (სრული განაკვეთი).
ხელფასი: განიხილება მხოლოდ გასაუბრებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საშუალო დონეზე)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია მიმღებში ან ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება
** სპა ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
ზოგადი სამუშაო აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:
** სრულყოფილად ინფორმაციის გაცემა
** კომპანიის შესახებ, მომსახურების შესახებ, ყველა არსებული განაცხადის შესახებ ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა
** ჩაწერების ზედმიწევნით შესრულება (სატელეფონო ზარით ჩაწერის წინასწარ გადამოწმება, დედლაინის მოახლოვების შემთხვევაში)
** ვიზიტორების, დაინტერესებული პირების მონაცემთა ბაზების წარმოება
** ანგარიშსწორების შესრულება და დღის დახურვა
** დასუფთავების სამსახურის დროული და ეფექტიანი მართვა
** სპა ცენტრის ესთეტიურობაზე ზრუნვა
** პოზიტიური განწყობის შექმნა
** კოვიდ 19-ის წესების და რეგულაციების დაცვა (სამუშაო სივრცის დასუფთავება, პირბადის ტარება, ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორების დროს სამუშაოს შესრულება ხელთათმანით)
** პროდუქციის დასაწყობება და გაცემა
** მასაჟის პროდუქციის და მოვლის საშუალებების გაცემა საჭიროების დროს
** სპა ცენტრში არსებული დანადგარების ტექნიკურად გამართულობის თუ გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის დროულად მოწოდება.
კანდიდატი უნდა იყოს პოზიტიური, არაკონფლიქტური, გუნდური და კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელ.ფოსტაზე: Julia.mgeladze@kdr.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სპა ცენტრის ადმინისტრატორი".