www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: ფეი უნიქარდი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

საგადახდო სისტემა "ფეი უნიქარდი" აცხადებს ვაკანსიას Front-End დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** ვებ-გვერდის ფრონტ-ენდის კომპონენტების შექმნა/განვითარება;
** არსებული პროგრამული საკითხების გადაწყვეტა და აღსრულება;
** პროგრამული ხარვეზების, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წელი ან მეტი გამოცდილება ვებ დეველოპმენტში - HTML 5, CSS, JavaScript;
** JavaScript ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება (Angular, Vue, React, Node)Web სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე (cv) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@unicard.ge. "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფრონტ-ენდ დეველოპერი".

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.payunicard.ge/ გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფეი უნიქარდისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტში მოცემული მონაცემებით (შემდგომშ "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ფეი უნიქარდმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: ტელეფონის ნომერზე: (+995) 32 2 555-222.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს ფეი უნიქარდისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაეცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს ფეი უნიქარდში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს ფეი უნიქარდში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |