www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის რეგიონალური ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის რეგიონალური ოფიცრის კახეთის რეგიონში.

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** საახალწლო ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა თავისთავად;
** ტრენინგები, რაც შენს პროფესიულ წინსვლას გამოადგება ჩვენზეა;
** კორპორატიული ღონისძიებები.

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს მხარდაჭერა კრედოს პერსონალს IT-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** სერვისცენტრების რეორგანიზებისა და სარემონტო სამუშაოებში ჩართულობა მისი როლის შესაბამისად.
** დაქვემდებარებულ სერვისცენტრებში გეგმიური ვიზიტების განხორციელება:
** სერვისცენტრების ვიზუალური, ქსელური და აპარატურული მხარის გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით.
** ITIL მეთოდოლოგიის პრინციპების ცოდნა და დაცვა.
** ტექნიკური მხარდაჭერის სისტემაში (ServiceDesk) დავალებების ლოგირება და მართვა SLA განაწესთან შესაბამისობაში.
** სერვის პროვაიდერებთან სხვადასხვა სახის გაუმართაობის, ასევე გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ხარვეზის აღმოფხვრის ვადებისა და ტექნიკური დეტალების მოწოდების მიზნით.
** კრედოს ინფორმაციული სისტემების, მათ შორის ტელეფონიის, ინტერნეტ კავშირების (უსადენო და სადენიანი), გარე და შიდა ტაბლოების, ფეი აპარატების, კამერების/კამერების ჩამწერი მოწყობილობის, სერვერების და ა.შ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი SLA-ს შესაბამისად.
** გარე არხების მიერ ორგანიზებული ივენთების, აგრო და ტექნიკის აქციების ლოკალური ან დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება IT მხარდაჭერის სფეროში;
** Microsoft Windows® OS მუშაობისა და ადმინისტრირების გამოცდილება;
** პერსონალური კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის ცოდნა და უნარები;
** ქსელის საბაზისო პროტოკოლებისა და ტექნოლოგიების (TCP/IP, WLAN), აპარატურული მხარის, ჩამწერი, ბეჭდვითი და სხვადასხვა ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერის ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების იმიჯებთან (კლონირება / აღდგენა) და სხვადასხვა Live CD უტილიტებთან მუშაობის შესაძლებლობა;
** Microsoft სტანდარტული საოპერაციოო და საოფისე სისტემების ცოდნა;
** AD სერვისის საბაზისო მენეჯმენტის ცოდნა;
** პერიფერიული, ქსელური, საბეჭდი და სპეციფიკური მოწყობილობების კონფიგურაცია, ხარვეზის შემთხვევაში დიაგნოსტიკა, მეილსერვერის მენეჯმენტი, Backup და ავარიული სიტუაციებში აღდგენის გეგმის ცოდნა;
** სასურველია Linux სისტემის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** რამდენიმე საქმეზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** პოზიცია ითვალისწინებს კახეთის რეგიონში არსებულ სერვისცენტრებში ვიზიტებს;
** ძირითადი სამუშაო ლოკაცია შეთანხმებით (საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თელავი, ახმეტა);
** სასურველია საკუთარი ავტომობილი.

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:

დედლაინი: 20 იანვარი

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |