კომპანია "ქართული ღვინის მარანი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** კონტროლი გაუწიოს და ხელი შეუწყოს ოფისის გამართულ მუშაობას
** კომპანიაში შემოსული დოკუმენტების მიღება, დახარისხება და ადრესატისათვის გადაცემა, ოფიციალური დოკუმენტის მომზადება;
** ხელშეკრულებების და ინვოისების მონიტორინგი;
** შესაბამისი დავალების საფუძველზე დოკუმენტების გამრავლება/დასკანერება/დახარისხება/გადაგზავნა;
** შეხვედრების ორგანიზება და ამ მიზნით სათათბირო ოთახის მომზადება;
** დირექტორისა და ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების უნარი.
პიროვნული თვისებები:
** პოზიტიური;
** აქტიური
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@kartulimarani.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება).