www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფორმა 2-ის ზედამხედველი
მომწოდებელი: თბილი სახლი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "თბილი სახლი" დაარსდა 2001 წელს, რომლის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინჟინრო კომუნიკაციები. კომპანიაში 400 ადამიანზე მეტია დასაქმებული და "თბილი სახლი" აღნიშნული სფეროს ერთ-ერთ უპირობო ლიდერს წარმოადგენს.

კომპანია "თბილი სახლი" აცხადებს ვაკანსიას ფორმა 2-ის ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოების მწარმოებლის მიერ შევსებული ფორმა 2-ის რევიზია/გადამოწმება, შესრულებულ სამუშაოებთან რეალური შედარების საფუძველზე;
** საინჟინრო სამუშაოთა ხარისხისა და სწორად შესრულების კონტროლი;
** დოკუმენტაციის წესებისა და ნორმების მიხედვით წარმოების კონტროლი.

პროფესიული მოთხოვნები:

** ფორმა 2-ების მომზადების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური განათლება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** საინჟინრო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (ლოგიკური ფორმულები, სტატიკური, მათემატიკური, ფინანსური ფუნქციები და ა.შ.);
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (ტექნიკური - სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.kasareli@casacalda.ge

გთხოვთ, "Subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფორმა 2-ის ზედამხედველი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |