www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგრონომი/მცენარეთმცოდნე
მომწოდებელი: მწვანე პარტნიორი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"მწვანე პარტნიორი" საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მზარდი კომპანიაა გამწვანების სფეროში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურეობის ფართო სპექტრს, კერძოდ:

** ლანდშაფტის დიზაინს
** ინტერიერის დიზაინს
** მცენარეების დარგვით სამუშაოებს
** გაზონის დაგება/დათესვას
** სარწყავი სისტემის მონტაჟს
** ეზო-ბაღების მოვლა-პატრონობას
** მიწის სამუშაოებს
** ეზოს, სკვერების და შიდა ინტერიერის სრულ დაგეგმარებას
** ტაქსაციას და დიდი ხეების მოჭრას-გადარგვას
** მცირედ სამშენებლო სამუშაოებს

"მწვანე პარტნიორისთვის" ყველაზე ღირსეული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რომ ხელი შეუწყოს თანამშრომლებს იმ უნარ-ჩვევების გამოვლენაში, რაც მას შეუძლია და ამავდროულად ეს შესაძლებლობები ჩვენს სფეროს ემთხვევა. ჩვენ ვსწავლობთ ერთად, ვშრომობთ პატიოსნად და ვვითარდებით. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლის კმაყოფილება და თანამშრომლებისათვის განვითარების შესაძლებლობა, ამის მიღწევაში კი გვეხმარება ოჯახური გარემო, ერთმანეთის მხარდაჭერა და განვითარებაზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაო გარემოს.

ჩვენ თქვენ დაგხვდებით:

** მოტივირებული და მიზანზე ორიენტირებული გუნდით
** თბილი და კომფორტული გარემოთი
** სურვილის და უნარების არსებობის შემთხვევაში პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობით.

ჩვენი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამწვანება-მებაღეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ასაკი: 30-55 წლის
** სერტიფიცირებული აგრონომი/მებაღე/მცენარეთმცოდნე
** დაავადებათა მცოდნე

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე.
** ობიექტებზე გადაადგილება ხორციელდება კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებით.
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარის ფარგლებში. შესაძლო დამატებითი ბონუსური სისტემით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: mail@gpg.ge განცხადებები მიიღება 2021 წლის 30 იანვრამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"მწვანე პარტნიორის" სრული გუნდი გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |