www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, ქვემო ქართლი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებულ რეგიონალურ ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
** ქსელში არსებული დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი ;
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური თანხის შემოტანის გეგმის შესრულების მონიტორინგი;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კონტროლი;
** რეგიონში არსებული Horeca-ს, TT-ს და სხვა ობიექტების გამოვლენა და მათი მაქსიმალურად ათვისება;
** კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა;
** ობიექტების კატეგორიზაცია კომპანიის მიერ შემუშავებული კატეგორიზაციის სისტემის მიხედვით;
** ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე განთავსება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური B2;
** რუსული B2;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი;
** ქონებით უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 5 თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |