www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ტექნიკოსი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მცხეთა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო და სალარო მაგიდის ტექნიკურად გამართვა;
** სამუშაო და სალარო კომპიუტერის გაწერა საჭირო პროგრამებით;
** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
** ქსელთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაცია/აღმოფხვრა;
** ქსელური მოწყობილობების და სადენების მონტაჟი;
** კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და დაზიანების შემთვევაში ახლით ჩანაცვლება/შესაბამისი დრაივერის მოძიება;
** დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება;
** დაზიანებული მოწყობილობების გეგმიურად ჩანაცვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** კომპიუტერული მოწყობილობების საბაზისო ცოდნა (დედა პლატა, პროცესორი, მყარი დისკი, ოპერატიული მეხსიერება (RAM) ვიდეოკარტა);
** თბილისის და შემოგარენის ქუჩების კარგად ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
** ქსელური სადენების და აპარატურის მონტაჟი;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:30-დან 19:00-მდე.
სახელფასე განაკვეთი განისაზღვრება: 1000-დან 1300 ლარამდე (დარიცხული).

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |