ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მრავალფუნქციურ კომპლექსში "King David" იხსნება ბიზნეს სასტუმრო "Meta Business Hotel".
"Meta Business Hotel" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში სამუშაო გრაფიკი)
ხელფასი: განიხილება მხოლოდ გასაუბრებაზე და არა სატელეფონო საუბრისას
ფუნქცია-მოვალეობები:
** დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** ოთახების დასუფთავება სტუმრების დასახვედრად და ასევე სასტუმროდან სტუმრების გაწერის შემდგომ;
** ყველა საჭირო წესის და სტანდარტის დაცვა სასტუმროს წესებიდან და ასევე COVID-19 -ის რეგულაციების თანახმად;
** ინვენტარის სათანადოდ მოვლა-პატრონობა;
** საინჟინრო და უსაფრთხოების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საჭიროების დროს, სამუშაო დროის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება;
** თეთრეულის მოწესრიგება, დახარისხება დასაწყობება და ა.შ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** არაკომფლიქტური;
** თავაზიანი;
** გულწრფელი;
** შრომისმოყვარე;
** აქტიური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი.
შერჩეული კანდიდატი, გაივლის სხვადასხვა ტიპის ტრეინინგს და შემდეგ შეუდგება დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია: Julia.mgeladze@kdr.ge