შპს "ფოლადის სახლი" - საქართველოში ლითონის სამშენებლო მასალების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას უშიშროების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილო - იუმაშევის ჩიხი 14
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
ბენეფიტები: კვება/ტრანსპორტირება
სამუშაოს აღწერილობა:
** დამკვეთის ობიექტებზე დამონტაჟებული დაცვის ელექტრონული სისტემების გამართული მუშაობის კონტროლი - კამერების მონიტორინგი, ხარვეზებზე დროული და ადექვატური რეაგირება;
** ღია, კანონიერი წყაროებით არსებულ ვითარებაზე დაკვირვება (კრიმინალური, სოციალური, ეკონომიკური, და ა.შ.) იმ პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კომპანიის აქტივობას სხვადასხვა ფილიალებში;
** ფილიალებთან მიმართებაში უშიშროების თვალსაზრისით არსებული რისკების განსაზღვრა, მათი შეფასება, ანალიზი და შემამსუბუქებელი ღონისძიებების დაგეგმვა (ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით), განხორციელება და კონტროლი;
** საჭიროებისამებრ, მოქმედების არეალში განთავსებული საგუშაგოების მუშაობის მონიტორინგი და მართვა;
** საწარმოს და სხვა ტერიტორიების ყოველდღიური ვიზუალური დათვალიერება და კონტროლი;
** საგანგებო ვითარებაზე დროული და ადეკვატური რეაგირება;
** საჭიროებისამებრ და ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
უნარები:
** ხელმძღვანელის/ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები;
** დეტალებზე კონცენტრირების და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაკვირვების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ.
** მოვლენათა მრავალმხრივი ხედვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის მართვის უნარი;
** სხვა დეპარტამენტებთან ჯანსაღი კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი.
საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები:
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უშიშროების მენეჯერი არ შეიძლება იყოს:
** განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
** ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას)
** პირი, რომელიც სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, ან რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში დასაქმების უფლება და სხვა.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge 31 იანვრამდე. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.