www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Full Stack დეველოპერი
მომწოდებელი: ავტოელემენტი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"ავტოელემენტი" აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის (მობილური აპლიკაციები) პოზიციაზე.

"ავტოელემენტი" ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპია საქართველოში. აპლიკაცია შუამავლების გარეშე აკავშირებს ავტომფლობელებს და ავტონაწილების მაღაზიებს ერთმანეთთან. 2020 წლის მარტიდან საქართველოს გარდა აპლიკაცია კიდევ ხუთ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი). ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ ავტომფლობელებს ავტონაწილების მოძიების პროცესი.

მოვალეობები:

** არსებული მობილური აპლიკაციის განვითარება;
** აპლიკაციის ოპტიმიზაცია, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
** UI/UX შემუშავებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აპლიკაციების დეველოპმენტში;
** Angular ფრეიმვორკის და Typescript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** JavaScript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** HTML, CSS ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** Node js-ის ცოდნა;
** Mongo DB-სთან მუშაობის გამოცდილება;
** Firebase-სთან მუშაობის გამოცდილება;
** Flutter-ის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატივიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: კვალიფიკაციის და უნარების მიხედვით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ 30 იანვრამდე გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: murad@autoelement.co



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |