www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დღის ცენტრის სპეც. მასწავლებელი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა შშმ პირთა/ბავშვთა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა ცხოვრების ყველა სფეროში.

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" 2013 წლიდან მუშაობს მარნეულის რეგიონში, ნერგავს და ავითარებს სხვადასხვა სერვისებს შშმ ბავშვებისა და პირებისათვის. ა(ა)იპ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიას (როგორც ონლაინ, ისე პირისპირ სამუშაო რეჟიმში) დღის ცენტრის 6-18 წლამდე შშმ ბავშთა ჯგუფში.
შშმ ბავშთა (6-18 წლამდე) დღის ცენტრის მიზანია: ბენეფიციარებისთვის სკოლაში ინკლუზიის ხელშეწყობა, ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარება, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო-უნარ ჩვევების გამომუშავება.

სპეც. მასწავლებლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იზრუნოს ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე.
** იზრუნოს და იმუშაოს ბენეფიციარების აკადემიურ, კოგნიტურ, მოტორულ და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე.
** დაეხმაროს ბენეფიციარებს ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობების განხორციელებაში (კვება, პირადი ჰიგიენა, გადაადგილება)
** აწარმოოს განხორციელებული ი სამუშაოს ყოველდღიური ანგარიში პროგრამის ხელმძღვანელთან.
** მონაწილეობა მიიღოს მულტიდისციპლინურ გუნდთან ბენეფიციართა შეფასების პროცესში, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შექმნასა და განხორციელებაში მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.
** ცენტრის ან მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება პედაგოგიკაში (სასურველია სპეციალურ პადაგოგიკაში და/ან დაწყებით განათლებაში)
** შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Power Point, Outlook)
** ენები: ქართული(აკადემიური წერის უნარი), აზერბაიჯანული, (სასურველია) რუსული

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერი;
** ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** პიროვნული განვითარებისაკენ სწრაფვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** კრეატიული

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან სავალდებულო ტრენინგებს , ტრენინგზე აქტიური ჩართულობისა და ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე იქნება შერჩეული საბოლოო კანდიდატი

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. სამოტივაციო წერილი;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
5. ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (სასურველია, ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება)

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე: dcfs.marneuli@gmail.com "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება(დღის ცენტრის სპეც. მასწავლებელი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 22.01.2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |