www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლარიფანი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

ანტივირუსული მედიკამენტების მწარმოებელი ლატვიური ბიოფარმაცევტული კომპანია "ლარიფანი"-ს (http://www.larifan.ge) წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს აღწერილობა:

** სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
** მივლინებები სხვადასხვა რეგიონში;
** ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება;
** წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.

საგამოცდო პერიოდის შემდეგ:

** ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
** სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@larifan.ge. დასახელებაში მიუთითეთ - "თბილისი".

მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |