www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურიერი ავტომობილით
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

თუ გსურს დასაქმდე? ხარ აქტიური და შრომისმოყვარე, გყავს საკუთარი ავტომობილი, კარგად მართავ საჭეს და იცნობ შენი ქალაქის ქუჩებს, კომპანია "ოდისეა" გაძლევს შესაძლებლობას, გამოავლინო საკუთარი უნარები და გახდე წარმატებული გუნდის ახალი წევრი.

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. ოდისეას წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება.

პოზიცია: კურიერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი (საწვავის უზრუნველყოფით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წიგნების მიწოდება დანიშნულების ადგილზე;
** თანხის აღება და აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი - მხოლოდ ჰიბრიდი ან გაზზე; (სავალდებულო)
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა; (სავალდებულო)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (კურიერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |