მედიის განვითარების ფონდი (Media Development Foundation) აცხადებს ვაკანსიას ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალის "მითების დეტექტორის" რედაქტორის მოადგილის პოზიციაზე.
ძირითადი ვალდებულებები:
** მედია მონიტორინგის შედეგების ყოველდღიური ანალიზი და ფაქტების გადამოწმებისთვის თემების შერჩევა;
** ყოველდღიური დაგეგმვა და გრძელვადიანი თემების მოძიება;
** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** ანალიტიკური სტატიების წერა;
** ფაქტჩეკერების გუნდის მართვა - ინფორმაციის მიღება, სტატიების დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი;
** ფაქტჩეკერების ნაშრომების რედაქტირება;
** ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:
** ჟურნალისტად/ფაქტჩეკერად/რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზის და კრიტიკული შეფასების უნარი;
** ანალიტიკური მასალების წერის უნარი და გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება, მედიისა და კომუნიკაციის სფეროში);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 800-1000 დოლარის შესაბამისი ლარში, გადასახადების ჩათვლით. ანაზღაურების ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.
დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 25 იანვრამდე უნდა გამოაგზავნონ:
** რეზიუმე (CV);
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.
საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge და წერილის საგანში მიუთითეთ რედაქტორის მოადგილე.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ფაქტების გადამოწმებასა (fact checking) და ინგლისური ენის ცოდნაში.