www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება პორტნეტის გუნდში
მომწოდებელი: პორტ:80
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

ონლაინ მედია სააგენტო "პორტ:80" აცხადებს სტაჟირებას პორტნეტის გუნდში.

"პორტნეტი" არის ადგილობრივი ვებ-გვერდების გაერთიანება, სადაც ხდება მიზანმიმართული და ცენტრალიზებული საბანერო და ვიდეო რეკლამის განთავსება ერთი პლატფორმის მეშვეობით. "პორტნეტში" გაერთიანებულია საშუალო და მცირე ზომის ქართული ვებ გვერდები, რომლებიც გამოირჩევა ხარისხიანი კონტენტით და უნიკალური აუდიტორიით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 19:00
პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მუშაობა იქნება დისტანციური.

სტაჟიორი ჩაერთვება შემდეგ პროცესებში:

1. ედ ნეთვორქში ჩართულ პარტნიორი ვებ გვერდების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.
2. ახალი, პოტენციურად საინტერესო ვებ გვერდების მოძიება სამომავლო თანამშრომლობისთვის.
3. ონლაინ განთავსებების დაგეგმვა, გაშვება, მონიტორინგი, რეპორტინგი.

უნარები და კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** პუნქტუალურობა;
** ცნობისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნება;

სტაჟირება არის 3 თვიანი, გაგრძელების პერსპექტივით
ანაზღაურება: 350 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mk@port80.ge. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |