www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: კახეთის რეგიონი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოფლის მეურნეობის პროექტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სოფლის მეურნეობის პროექტის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
** პროექტში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
** პროექტის რისკების მართვა;
** დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება;
** მენეჯმენტთან პროექტის პროგრესის შესახებ ანგარიშგება;
** პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
** აგრონომიული სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
** აგრონომიული პროექტის ფარგლებში პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან შეხვედრა და კონსულტაციების წარმოება ყველაზე ოპტიმალური წინადადების შერჩევის მიზნით;
** საჭიროების მიხედვით პროდუქციისა და ფასების კვლევა და შესაბამისი ბაზების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირების ორგანიზება დანიშნულების ადგილამდე;
** გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დროული და ხარისხიანი შესრულების მონიტორინგი;
** უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ.
** პროექტის მიმდინარეობის ხარისხის კონტროლი

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 8 თებერვალი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროექტის მენეჯერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |