სააფთიაქო ქსელი "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანის 7-ე მიკრორაიონი და ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 12ა. (კინო საქართველოს მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ხარისხიანი სწრაფი მომსახურების გაწევა;
** რეცეპტის გაცნობა/შესაბამისი ფარმაცევტული კონსულტირება;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
წარმატებულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს საკმაოდ კარგ კონკურენტულ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულ ნაწილს, ასევე დამატებით საბონუსე სისტემას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@pharmanet.ge
გაცნობებთ, რომ შპს "ფარმანეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 2110210 ან 579585805
გისურვებთ წარმატებებს!