www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სასტუმრო და სპა ლიფერენთი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 20 იანვარი

კომპანია "ლიფერენთი" აცხადებს კონკურსს პროექტ Liffit-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე.

Liffit არის პირველი ქართული მობილური ფიტნეს აპლიკაცია, რომელიც 2021 წლის აპრილიდან იქნება iOS და Android მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების და საიტის მართვა, ტრაფიკის (მოძრაობის) მაღალი დონისა და მომხმარებელთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
** სოციალური მედიის გვერდების აუდიტორიასთან კომუნიკაცია: შემოსულ კითხვებზე დროული რეაგირება და მომხმარებელთა კომენტარების მონიტორინგი და მართვა; (პირველ ეტაპზე Facebook, Instagram; Twitter, Youtube);
** პროცესების თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად ყოველთვიური ქონთენთ გეგმის შემუშავება;
** მარკეტინგული ქონთენთის შექმნა და მართვა;
** პოსტების დიზაინის შექმნა;
** სარეკლამო პოსტების შედგენა, ტექსტების დაწერა (Copywriting), როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** პოსტების ბუსტინგი და კოორდინირება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და პიარ ღონისძიებების განხორციელება;
** ციფრული საკომუნიკაციო კამპანიებისთვის იდეების გენერირება;
** სარეკლამო კამპანიების ბიუჯეტირება და მართვა; (Facebook ads manager და სხვა);
** სამიზნე აუდიტორიების სეგმენტაცია;
** სოციალურ მედიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების და აუდიტორიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და განხორციელებული საქმიანობის ყოველკვირეული რეპორტინგი;
** ონლაინ გამოკითხვების ჩატარება და დისკუსიების წარმართვა;
** სტრატეგიების შედგენა და განვითარება შესწავლილი ანალიტიკის მიხედვით;
** ბლოგებისა და თემატური სტატიების პერიოდულად წერა და გამოქვეყნება;
** სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (მინიმუმ 3 წელი);
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
** რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop);
** კრეატიული აზროვნება/ინტელექტი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** წერისა და თარგმნის უნარი;
** უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში (სოციალური მეცნიერებები, მარკეტინგი, კომუნიკაციები, და სხვა;
** გამართული, შემოქმედებითი წერის უნარი, როგორც ქართულად ასევე ინგლისურად;
** სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
** Google Analytics, Facebook Analytics, Pixel - საფუძვლიანი ცოდნა;
** SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) - ცოდნა;
** შემოქმედებითი და პროგრესული ხედვა;
** მრავალ ამოცანიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ძლიერი არავერბალური კომუნიკაციის უნარი (ტექსტი, სურათი და ვიდეო), მესიჯების კონსტრუირება, უნარი მოკლედ და კონკრეტულად გადმოსცე სათქმელი (copywriting);
** ბიზნეს და ედს მენეჯერებთან მუშაობის გამოცდილება, რეპორტინგის წარმოება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** მობილიზებულობა და საქმეზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** თვითმოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისთვის;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო დრო - სრული განაკვეთი.

ანაზღაურება 2000-დან 3000 ლარამდე: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.

თქვენი საქმიანობის შეფასება მოხდება მიმდინარე წლისთვის დასახული სტრატეგიის შესაბამისად, უშუალოდ ამ პოზიციისთვის კომპანიის ხელმძღვანელებთან შეთანხმებული მიზნების მიხედვით.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შესაბამისობაშია ჩვენს მოთხოვნებთან, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@lifferent.com არაუგვიანეს 2021 წლის 20 იანვრისა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |