საერთაშორისო კომპანია "მიმა სტაფი" აცხადებს ვაკანსიას დურგლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სადურგლო ნაკეთობების რანდვა, აწყობა, დაშლა;
** მოსაპირკეთებელი მასალის დაწებება ნაკეთობაზე;
** მასიური მერქნის დამუშავება;
** საინჟინრო მერქნული მასალების დამუშავება;
** დეტალებისა და კვანძებისგან ნაკეთობების დამზადება;
** საკონსტრუქტორო ნახაზების შესრულება;
** ინტერიერის ელემენტების დამზადება და მონტაჟი;
** სადურგლო ავეჯის დამზადება და კონსტრუირება.
მოთხოვნები:
** ინსტრუმენტების და დაზგა-დანადგარების გაწყობა, გამართვა ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით;
** ესკიზების და ნახატების კითხვა;
** ხის მასალის გაზომვა, ხელის პნევმატური, მექანიკური და ელექტრო იარაღების გამოყენების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@mima-poker.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.